“ბევრი ჩამოდის აფხაზეთში. გამიჭირდება გითხრათ. მე ჩემი საკუთარი შეხედულება მაქვს. დაინტერესებული პირი ვარ. თუმცა, ვფიქრობ, ბათუმში, ალბათ, უფრო სხვა დონეა, სიმდიდრეა. აქ ყველაფერი უფრო სადაა, მაგრამ კარგი ზღვა გვაქვს, უკეთესიც, ვიდრე ბათუმში” ,- ასე პასუხობს სერგეი შამბა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და დეპუტატი “ეხო მოსკვის” ჟურნალისტის კითხვას სხვაობაზე აჭარასა და აფხაზეთს შორის, ასევე, იმის თაობაზე, თუ როგორ შეძლო აჭარამ მაღალი ევროპული დონის კურორტების შექმნა, აფხაზეთმა კი ვერა.
“იმიტომ, რომ იქ მეტი ინვესტიცია იყო. საქართველოს მთელი მსოფლიო ეხმარება, აშშ, ევროპა. ბევრი ქვეყანა აღიარებს და დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტიციებით.

ბათუმი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი