ახალი ამბები

მაია ფანჯიკიძე ტელეფონით უკრაინელ კოლეგას ესაუბრა

3 მარტი, 2014 • • 1601
მაია ფანჯიკიძე ტელეფონით უკრაინელ კოლეგას ესაუბრა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დაადასტურა ყირიმის ფაქტიური ოკუპაცია და ადგილზე რუსული მხარის მიერ ინფრასტრუქტურული მშენებლობის წარმოების ფაქტი, ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა მხოლოდ მშვიდობიანი გზით აპირებს კონფლიქტის მოგვარებას.

 

ანდრი დეშჩიცამ იმედი გამოქთვა, რომ ამ დღეებში ევროკავშირისა და ნატო-ს საგარეო მინისტრების შეხვედრა კონკრეტულ შედეგს მოიტანს ვითარების დეესკალაციის კუთხით.

 

“მაია ფანჯიკიძემ კიდევ ერთხელ დაგმო სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის ფაქტი; გააცნო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელთა განცხადებები; ასევე გამოეხმაურა მსოფლიო ლიდერთა და კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრების მოწოდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაუყოვნებლივ არის მისაღები ზომები, რათა მოხდეს ვითარების დეესკალაცია და არ გავხდეთ ევროპაში კიდევ ერთი ოკუპაციის თვითმხილველნი”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი