ახალი ამბები

თბილისში ნუკრი რევიშვილის 9 წლის შვილი დაიღუპა

16 აგვისტო, 2018 •
თბილისში ნუკრი რევიშვილის 9 წლის შვილი დაიღუპა

15 აგვისტოს თბილისში საქართველოს ეროვნული საფეხუბურთო ნაკრების მეკარის, ნუკრი რევიშვილის 9 წლის შვილი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონამ სახლის ფანჯრის გისოსებს მოჰკიდა ხელი, რა დროსაც მასზე დენი გადავიდა. ბავშვი საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა ვერ გადაარჩინეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს, თუმცა, როგორც შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, აღნიშნული მუხლი დღეს გადაკვალიფიცირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი