ახალი ამბებიკინო

ჩვენ თქვენზე ვფიქრობთ – ჯარედ ლეტომ ოსკარის სამადლობელ სიტყვაში უკრაინელებს მიმართა[VIDEO]

3 მარტი, 2014 • • 1279
ჩვენ თქვენზე ვფიქრობთ – ჯარედ ლეტომ ოსკარის სამადლობელ სიტყვაში უკრაინელებს მიმართა[VIDEO]

 

“ნეტგაზეტი” უცვლელად გთავაზობთ მსახიობის სამადლობელ სიტყვას, რომელმაც ოსკარი “დალასის შემსყიდველთა კლუბში” შესრულებული როლისთვის მიიღო.

 

“წაერმოუდგენელია. ელენ, მიყვარხარ. ჩემთან ერთად დასახელებულ ნომინანტებს, მე ამაყი ვარ, რადგან ვიზიარებ ამ მოგზაურობას თქვენთან ერთად. თითოეულ თქვენგანს დიდ პატივს ვცემ. მადლობა აკადემიას. 1971 წელს თინეიჯერი გოგონა ლუიზიანას შტატში მეორე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, გოგონა საშუალო სკოლიდან გამოაგდეს. იგი მარტოხელა დედა იყო, მაგრამ მან როგორღაც მოახერხა უკეთესი ცხოვრება შეექმნა თავისთვის და მისი შვილებისთვის. იგი ახალისებდა თავის შვილებს ყოფილიყვნენ კრეატიულები, ემუშავათ ბევრი და შეექმნათ რამე განსაკუთრებული. ეს გოგონა დედაჩემია და ის აქ არის. მიყვარხარ დედა და მადლობა იმისთვის, რომ ოცნება მასწავლე. ჩემს  ძმას შენონს, საუკეთესო უფროს ძმას მსოფლიოში, შენ ნამდვილი ხელოვანი ხარ.  მადლობა, რომ ჩემთან ერთად იზიარებ გიჟურ და გასაოცარ თავგადასავალს, რასაც ქვია” 30 Seconds to Mars”, და მადლობა, რომ ხარ ჩემი საუკეთესო მეგობარი.

 

ყველა მეოცნებეს, რომელიც ამ შოუს უყურებს ისეთ ადგილებში, როგორიცაა უკრაინა და ვენესუელა- მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აქ ვართ, როცა თქვენ იბრძვით თქვენი ოცნებების ახდენისთვის, შეუძლებელი აქციოთ შესაძლებლად, ჩვენ თქვენზე ვფიქრობთ.

 

ძალიან ბევრი ადამიანი დამეხმარა, რომ ამ ადგილზე მოვხვედრილიყავი, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მადლობა გადავუხადო “Focus Features”-ს, მიკ სულივანს,  ჯიმ როთს, ჯეისონ ვიენბერგს, ემა ლუდბრუკს, კელი ადამს და  “დალასის შემსყიდველთა კლუბზე” მომუშავე მთელ გუნდს. მეთიუ და ჟან მარკ, მიყვარხართ.

 

ეს ჯილდო ეკუთვნის იმ 36 მილიონ ადამიანს, რომლებიც შიდსთან ბრძოლაში დამარცხდნენ და ყველა თქვენგანს, რომელსაც ოდესმე გიგრძვნიათ უსამართლობა იმის გამო, ვინც ხართ ან ვინც გიყვართ. დღეს მე ვდგავარ მსოფლიოს წინაშე თქვენთან ერთად და თქვენთვის. დიდი მადლობა”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი