ახალი ამბები

პუტინი მზადაა, კიმ ჩენ ინს შეხვდეს – RIA

15 აგვისტო, 2018 • 2322
პუტინი მზადაა, კიმ ჩენ ინს შეხვდეს – RIA

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა, შეხვდეს კორეის სახალო დემოკრატიული რესპუბლიკის  ლიდერ კიმ ჩენ ინს. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება RIA წერს.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, კიმთან შეხვედრის მზადყოფნა პუტინმა გამოხატა, რათა მასთან ერთად განიხილოს მნიშვნელოვანი რეგიონალური და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

პუტინმა აღნიშნული წინადადება კორეის იაპონიისგან გათავისუფლების 73 წლისთავისთავისადმი მიძღვნილ მილოცვაში გაახმიანა. მანამდე კიმ ჩენ ინმა პუტინს მისალოცი წერილი გაუგზავნა.

თავის წერილში რუსეთის პრეზიდენტი ულოცავს ჩდილოეთ კორეის ლიდერს “სახალხო დღესასწაულს” და ხაზს უსვამს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ კიმს ახსოვს, როგორ იბრძოდნენ წითელი არმიის ჯარისკაცები და კორეელები “საერთო მტრის” წინააღმდეგ.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი მოქმედებებით ჩვენ – რუსეთი, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა და კორეის რესპუბლიკა – შევძლებთ მომავალშიც განვავითაროთ თანამშრომლობა, როცა სამმხრივი პროექტების განხორციელებით დაიწყება,” – ამბობს ვლადიმერ პუტინი.

როგორც RIA წერს, საბჭოთა კავშირის ჯარმა 1945 წლის 15 აგვისტოს კორეა იაპონიის კოლონიალური მმართველობისგან გაათავისუფლა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი