ახალი ამბები

ბიულეტინში “გირჩის” მოსახვედრად, ჯაფარიძეს სახელის შეცვლა აღარ სჭირდება

14 აგვისტო, 2018 • 3532
ბიულეტინში “გირჩის” მოსახვედრად, ჯაფარიძეს სახელის შეცვლა აღარ სჭირდება

გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ მას აღარ მოუწევს სახელის შეცვლა და მასში გირჩის დამატება, იმისთვის რომ საარჩევნო ბიულეტინში გირჩი ეწეროს.

ჯაფარიძე აპირებდა, მიემართა იუსტიციის სამინისტროსთვის რათა მის სახელს ე.წ middle name (შუა სახელი) – გირჩი დამატებოდა და ასე მოხვედრილიყო პარტიის სახელწოდება ბიულეტში.

“ცესკო-მ გირჩსაც შეუძლია კანდიდატის წამოყენება საპრეზიდენტო არჩევნებშიო დღეს დაადგინა. მადლობა რომ იდიოტურ წესებს არ აჰყვა და საღი აზრის ფარგლებში იმოქმედა. ასე რომ გირჩი იქნება საარჩევნო ბიულეტენში როგორც დაგპირდით და მეც დავრჩები ზურად”,- წერს ჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

9 აგვისტოს ცესკოში ზურა ჯაფარიძეს განუმარტეს, რომ პარტიამ კანდიდატი რომ დააყენოს, წინა არჩევნებზე უნდა იყოს რეგისტრირებული, ხოლო გირჩს აქამდე არ მიუღია არჩევნებში მონაწილეობა.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი