ახალი ამბები

იტალიის ქალაქ გენუასთან ხიდი ჩამოინგრა: არიან დაღუპულები[ვიდეო]

14 აგვისტო, 2018 • 4825
იტალიის ქალაქ გენუასთან ხიდი ჩამოინგრა: არიან დაღუპულები[ვიდეო]

იტალიის ქალაქ გენუასთან ახლოს საავტომობილო ხიდის ნაწილის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. როგორც BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, ინციდენტის შედეგად ათამდე ადამიანია დაღუპული.

ხიდის ნგრევას წინ ძლიერი წვიმა უძღოდა. CNN-სა და ადგილობრივი გამოცემა ANSA-ს ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ არაერთი მანქანაა მოყოლი, გარდაცვლილი ადამიანებით. მისივე ცნობით, ინციდენტამდე, ხიდის უკვე ჩამონგრეულ ნაწილში 10 ავტომობილი მოძრაობდა.

ტრაგედიის ადგილზე დიდი რაოდენობით მეხანძრე-მაშველები არიან მობილიზებულნი. სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ ისინი დამტვრეული ავტომობილებიდან დაშავებულების ამოყვანას.

#crollo #ponte #genova #adesso #now

A post shared by Giorgio Larosa (@giorgiolarosa93) on

CNN-ის ცნობით, ხიდის ის სექცია, რომელიც ჩამოინგრა, რამდენიმე გზასა და სარკინიგზო ხაზს კვეთდა, ასევე გადიოდა სავაჭრო ცენტრებზე, სახლებსა და მდინარეზე. ხიდი გენუის ცენტრალურ ნაწილს აეროპორტთან და ქალაქის სხვა ნაწილებთან აკავშირებდა. ის 1968 წელს აიგო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი