ახალი ამბები

უკრაინა ყირიმის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს შეკრებისკენ მოუწოდებს

28 თებერვალი, 2014 •
უკრაინა ყირიმის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს შეკრებისკენ მოუწოდებს

მედიაში გავრცელებული ცნობებით, შეიარაღებულმა სამხედროებმა მოახდინეს სახელმწიფო დაწესებულების მუშაობის ბლოკირება, რომელიც უზრინველყოფს ყირიმის ნახევარკუნძულზე საავიაციო ნავიგაციის ფუნქციონირებას. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სიმფეროპოლის აეროპორტის ადმინისტრაციის შენობაში 10-15 შეიარაღებული რუსი სამხედრო განთავსდა.

 

რადიო თავისუფლების ცნობით, აეროპორტის ბლოკირებაში არ მონაწილეობენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო მოსამსახურეები, არამედ ესენი არიან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების წარმომადგენლები, რომლებიც ყირიმში რუსეთის ტერიტორიიდან თვითმფრინავის სპეცრეისით მოხვდნენ.


დღეს უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხად რუსი სამხედროების მიერ სიმფეროპოლის და სევასტოპოლის აეროპორტების დაკავების თაობაზე. მან ეს შეაფასა, როგორც სამხედრო შეჭრისა და აგრესიის აქტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი