“უკრაინის გენერალური პროკურატურა აპირებს დასვას საერთაშორისო ძებნაში მყოფი, უკრაინის მოქალაქის ვიქტორ იანუკოვიჩის ექსტრადირების საკითხი იმ შემთხვევაში, თუკი ოფიციალურად დადასტურდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ის იმყოფება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე,” – ამ განცხადებას უკრაინის გენპროკურატურა ავრცელებს.
ამავე უწყების განცხადებით, კიევის სასამართლომ გასცა იანუკოვიჩის დაკავების ნებართვა.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ იანუკოვიჩი იმყოფება რუსეთში, როსტოვში, სადაც დღეს, 17:00 საათზე აპირებს პრესკონფერენციის გამართვას.