ახალი ამბები

გომბორზე მომხდარი ავარიისთვის მძღოლს სასამართლომ 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

13 აგვისტო, 2018 • 1868
გომბორზე მომხდარი ავარიისთვის მძღოლს სასამართლომ 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

გომბორზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლს  8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, თელავის რაიონულმა სასამართლომ მძღოლი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების  დაექსპლუატაციის წესის დარღვევაში დამნაშავედ სცნო.

2018 წლის 9 ივნისს გომბორის გზაზე ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. მიკროავტობუსს ექსკურსიაზე მიმავალი სკოლის მოსწავლეები და მათი ახლობლები გადაჰყავდა. დაღუპულთა შორის იყო ერთი მოსწავლე.

პროკურატურის ინფორმაციით, მძღოლი იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-7 ნაწილებით ედებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი