ახალი ამბები

საბერძნეთში კვლავ ხანძარია

12 აგვისტო, 2018 • 3600
საბერძნეთში კვლავ ხანძარია

საბერძნეთში კვლავ ხანძარია. ამჟერად ცეცხლი მოსახლეობის რაოდენობით რიგით მეორე კუნძულის ევიას ტერიტორიაზე გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლის გავრცელებას ქარიც უწყობს ხელს.

სოფლებშიკოუნდოტიპოტი და სტავროსი მოსახლეობას ევაკუაცია პრევენციულად მიმდინარეობს. ოფიციალური ცნობით, 21 სახანძრო მანქანა, 4 ვერტმფრენი და 50 მეხანძრე ცდილობს ხანძრის ჩაქრობას.

საბერძნეთში ათენის გარეუბანში მასშტაბურ ხანძარს ივლისში 90-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობები და დაზიანებები მიიღო 180-ზე მეტმა ადამიანმა, მათ შორის, ბავშვებმა. საბერძნეთის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დახმარებას ევროპის ქვეყნებს სთხოვა.

▪ ათენის გარეუბანში მასშტაბურ ხანძარს 82 ადამიანი ემსხვერპლა. სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობები და დაზიანებები მიიღო…

Posted by netgazeti.ge on სამშაბათი, 24 ივლისი, 2018

მასალების გადაბეჭდვის წესი