ახალი ამბები

მანჩესტერში სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიჭრა

12 აგვისტო, 2018 • 2438
მანჩესტერში სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიჭრა

BBC-ის ცნობით, მანჩესტერში, ქუჩის წვეულებაზე დაწყებული სროლის გამო 10 ადამიანია დაჭრილი, მათ შორის 2 ბავშვი.

პოლიციის ცნობით, 9 ადამიანის შემთხვევაში მიყენებული ჭრილობები სერიოზული არაა, ხოლო ერთი ადამიანი ფეხებშია დაჭრილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

მანჩესტერში, ალექსანდრას პარკში კარიბის კარნავალს აღნიშნავენ, სწორედ მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ წვეულებაზე მოხდა სროლა. კარნავალის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ქუჩის წვეულება კარნავალთან დაკავშირებული არაა და ცალკე ღონისძიებაა.

BBC ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ სროლა ერთმა ადამიანმა წამოიწყო და ყველა ადამიანი მან დაჭრა, თუმცა ეს ინფორმაცია პოლიციას ჯერ არ დაუდასტურებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი