ახალი ამბები

ანონსი – 27 თებერვალი

27 თებერვალი, 2014 •
ანონსი – 27 თებერვალი

10:30- “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, არასამთავრობო ორგანიზაციები – “ადამიანის უფლებათა ცენტრი”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო”, “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წარმომადგენლები მოქალაქე ზაზა აზარიაშვილის საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველების მიერ ზეწოლის ფაქტზე განცხადებას გაავრცელებენ.

10:50 -“რეპორტიორის” პრესკლუბში “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს. 
თემა: მავთულხლართები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკურ საბჭოში, გოგა ონიანის საქმე. 

 

11:00- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე, სამინისტროს სააქტო დარბაზში, უკრაინის ელჩს ვასილი ციბენკოს შეხვდება. 

11:00 –  “პირველის” პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია “მსჯავრდებულთა იურიდიული დახმარების ცენტრი” დავით შათირიშვილთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: გოგა ონიანის საქმეში მთავარი მოწმის დავით შათირიშვილის ინციდენტი, ონიანის სასამართლო და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა სამართლის კუთხით. მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ. 
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

11:00 –  სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი კაზრეთში ღMG-GOLD–ის თანამშრომლებს შეხვდებიან, რომლებიც 14 თებერვლის შემდეგ შიმშილობენ.

11:00 – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთში მშენებარე ახალი სკოლის წარმომადგენლებსა და მშენებლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე შეხვდება და მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნობა. 

11:30 –  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

11:30 –  გორის რაიონის სოფელ დიცში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე და შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი ხვნის სამუშაოებს მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნობიან.
საკონტაქტო პირი სოფო მდინარაძე – 577 58 50 58 

11:30-  “პირველის” პრესკლუბში “დემოკრატიული მოძრაობის” იურიდიული სამსახურის უფროსი ქეთი ზაქარეიშვილი და იურისტი ნათია კორკოტაძე პრესკონფერენციას გამართავენ. 
თემა: კონტროლის პალატის მიერ დაკისრებული ჯარიმა, დაუბრუნებელი ქონება და არათანაბარი საარჩევნო გარემო. 
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ. 
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

11:30 – “რეპორტიორის” პრესკლუბში იურისტი ვალერი გელბახიანი ბრიფინგს გამართავს. 
თემა: მავთულხლართები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარე პროცესები, ემზარ კვიცანის საქართველოში დაბრუნება. 

12:00 –  “რეპორტიორის” პრესკლუბში “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ლევან ვეფხვაძე ბრიფინგს გამართავს. 
თემა: ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკურ საბჭოში, გოგა ონიანის საქმე. 

12:00 – “პირველის” პრესკლუბის სტუმარი პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი იქნება. თემა: ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. 
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ. საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

12:00 –  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, ჟურნალისტი გიორგი ფარესიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: საქმის ხელახალი გამოძიება, რა ძალა დგას ელისო კილაძის უკან და რატო უპირისპირდება ირაკლი ღარიბაშვილს.

12:00 – სასტუმრო “თბილისი მარიოტში” განახლებული opendata.ge-ის პრეზენტაცია გაიმართება.
საკონტაქტო პირი გვანცა კიკალიშვილი – 599 799 646

12:00 – სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში” “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი” ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით განხორციელებული ანგარიშის ანალიზს წარმოადგენს.
თემა: სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ეკონომიკური ანალიზი. 

12:00 – პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აწყობს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე რეგიონული პროექტის “შემოქმედებითი ინდუსტრიები – საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში; ტრადიციული რეწვა – ერთიანი პლატფორმა განვითარებისთვის” საანგარიშო წარდგენას. 

12:00 -პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. 

12:30 – “პირველis” პრესკლუბში” ადვოკატი დავით დეკანოიძე პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: ონიანის საქმე, სასამართლოს გადაწყვეტილება. მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ. 
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22 

12:30- “რეპორტიორის” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე კომპანია “სანისთან” დაკავშირებით, ვანის არქეოლოგიური გათხრების მუზუმისა და შეუსრულებელი წყალტუბოს პროექტების შესახებ სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

12:50 –  “რეპორტიორის” პრესკლუბის სტუმარი “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია იქნება. 
თემა: მავთულხლართები, ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკურ საბჭოში – ვიზიტის შეფასება, კვიციანის დაბრუნება, ონიანის საქმე, გაფიცული კაზრეთი.საკონტაქტო ტელ- +995 577 18 99 42, +995 570 70 01 33 

13:00 -“რეპორტიორის” პრესკლუბში დიმიტრი ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: არეულობა კაზრეთში. 

13:00 –  სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინიატრაციაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია მხარის გუბერნატორ ლევან შონიასთან და მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებთან შეხვედრას გამართავს.

13:00 –  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

13:00 –  “თიბისი ბანკის” სათავო ოფისში, “თიბისი ბანკისა” და “ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორები, ვახტანგ ბუცხრიკიძე და გიორგი არველაძე ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
მის: მარჯანიშვილის ქ. #7, III სართული

27 –  13:30 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში პოლიმერული დარგის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით პატარიძე და ლევან ბიწაძე ბრიფინგს გამართავენ. თემა: 1200-მდე საქართველოს მოქალაქის უმუშევრად დარჩენის საშიშროება, დახურული საწარმოები. 

14:00 – “რეპორტიორის” პრესკლუბში სოსო შატბერაშვილი ბრიფინგს გამართავს. 
თემა: თვითმმართველობის არჩევნები, არასაპარლამენტო ოპოზიციების გაერთიანება, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, უკრაინაში განვითარებული 
პროცესები. 

14:00-  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდება, რომელსაც ხელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული მოაწერენ.
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #3, თსუ-ის მეორე კორპუსი

14:30 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, მშენებლ-ექსპერტი თემურ გულია, თენგიზ ჩხიკვაძე, ადვოკატი თემურ გოგსაძე, არქიტექტორი ზურაბ ბაქრაძე, სამოქალაქო მოძრაობა “საბურთალოს პარკის” დირექტორი ელზა გაბაშვილი, მოძრაობის წარმომადგენელი მარიკა ჩიქოვანი საბურთალოს ქუჩაზე ხეების გაჩეხვასთან და მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ. 

15:00 – თბილისის საქალაქო სასამართლოსთან “ახალგაზრდული ცენტრი” საპროტესტო აქციას გამართავს.

15:00 –  საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრს ფონდ “იავნანას” და “ივერიისას” პრეზიდენტი პაატა ბურჭულაძე ეწვევა. 
მის: გორგასლის ქ. #95

16:00-  სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში გაიმართება “მონაცემთა ბაზაში არსებული დუბლირებების იდენტიფიცირების” პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარუძღვება. 
მის: 26 მაისის მოედანი # 2

მასალების გადაბეჭდვის წესი