ახალი ამბები

პროკურატურა: პატიმართა წამებაში ბრალდებულ ორ პირს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს

25 თებერვალი, 2014 •
პროკურატურა: პატიმართა წამებაში ბრალდებულ ორ პირს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს

 

“სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯ.ი.–ს  6 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა და თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლით ჩამოერთვა. ვ.კ.–ს  კი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა დაუსწრებლად შეეფარდა. საქართველოს პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობდა სსკ-ს 1441 მუხლით, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ მათ ნაცვლად იმისა, რომ დაეცვათ დაწესებულების დებულება და მოქმედი კანონმდებლობა, შეიმუშავეს მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობის არაკანონიერი მეთოდები და ახდენდნენ მათ წამება-დაშინებას. მათი უშუალო ორგანიზებითა და მონაწილეობით ეწყობოდა ე.წ. „კორიდორები“, სადაც ხდებოდა მსჯავრდებულთა გატარება და მათთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. სამართალდამცავებმა ჯ.ი.  2013 წლის მაისში დააკავეს, ხოლო ვ.კ.  იმყოფება მიმალვაში და მასზე გამოცხადებულია ძებნა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი