“ოლიმპიადა დასრულდა და მეორე დღესვე განახლდა მავთულხლართების გაბმა, მიუხედავად იმისა, რომ რუსმა კოლეგებმა 2 თვის წინ განაცხადეს, რომ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი შეჩერებული იყო. ჩვენ იმთავითვე ვამბობდით, რომ ქართულ–რუსული დიალოგი იქნებოდა ხანგრძლივი და რთული პროცესი”, – განაცხადა აბაშიძემ.
ატოცში რუსეთის მესაზღვეები გუშინ გამოჩნდნენ და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. ეს ფაქტი ნეტგაზეთს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაშიც დაუდასტურეს. ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, მავთულხლართების მიღმა დარჩა 100 ჰექტარის ფართობის ტერიტორია, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ამუშავებდა. ამ ინფორმაციაზე EUMM–ში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
ამ პროცესის განახლების ფაქტს დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილიც გამოეხმაურა:
“ვერ მოითმინა რუსეთმა და [ოლიმპიადის დასრულებიდან] მეორე დღესვე… აშკარაა, რომ რუსეთს რესურსები ძალიან ცოტა დარჩა. ვხედავთ, როგორ მოქმედებს უკრაინაში, სხვა ქვეყნებშიც ვნახავთ ალბათ მის მოქმეებას. მადლობა ღმერთს, ჩვენი მთავრობის გონივრული ნაბიჯები მას მეტ საშუალებას არ აძლევს”, – განაცხადა ზაქრეიშვილმა და დასძინა, რომ ამ საკითხს საქართველოს დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში აყენებს.
ჩვენი რეაქცია არის ის, რომ დღეს ჩვენი სახელმწიფო დელეგაცია იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში, პირველად საქართველოს ისტორიაში საქართველოს პრემიერ–მინისტრს შეხვდა აშშ–ის პრეზიდენტი. იქ უკვე გაჟღერდა კიდევაც საჯაროდ და მოლაპარაკებების შესახებაც იქნება.