ახალი ამბები

ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში – გამოცხადდა ცუნამის განგაში

5 აგვისტო, 2018 • 3692
ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში – გამოცხადდა ცუნამის განგაში

7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა დღეს, 5 აგვისტოს, ინდონეზიის კუნძულ ლომბოკის ჩრდილოეთით. როგორც Chanel News Asia იტყობინება, ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ სხვა ტურისტულ რეგიონებშიც იგრძნობოდა, მათ შორის, კუნძულ ბალიზეც.

ჯერჯერობთ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუ რა ზიანი გამოიწვია დღევანდელმა მიწისძვრამ, თუმცა 29 ივლისს ამავე ტერიტორიაზე მომხდარ 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებს 14 ადამიანი ემსხვერპლა, დაინგრა შენობებიც.

დღევანდელი მიწისძვრის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, მოშორდეს ოკეანის ნაპირებს, რადგან ძალიან მაღალია ცუნამის რისკი, რამაც, შესაძლოა, სანაპირო ზოლი წალეკოს.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, კუნძულ ბალიზე ბიძგები 20-30 წამის განმავლობაში გრძელდებოდა და ხალხში იყო პანიკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი