CNN-ის ცნობით, საფრანგეთმა სკოლების მოსწავლეებს სმარტფონების ტარება აუკრძალა. გადაწყვეტილება ძალაში პირველი სექტემბრიდან შევა.
აკრძალვა ეხება როგორც სმარტფონებს, ასევე ინტერნეტთან დაკავშირებულ მოწყობილობას, მაგალითად როგორიცაა ტაბლეტები და სხვა გაჯეტები.
აკრძალვა ეხება სკოლის იმ მოსწავლებს, რომელთა ასაკიც 3-დან 15 წლამდეა. ის სკოლები და ლიცეუმები, რომელთა მოსწავლეების ასაკი 15 წელს აღემატება, თავად გადაწყვეტენ, დაუშვან თუ არა მათთვის სმარტფონების სკოლაში გამოყენება.
“ჩვენ ვიცით, რომ ახლა არსებობს “ეკრანზე დამოკიდებულების” ფენომენი, ჩვენი მთავარი მიზანია დავიცვათ ბავშვები და მოზარდები. ესაა განათლების ფუნდამენტური როლი”,- ამბობს საფრანგეთის განათლების მინისტრი.