შსს-ს ცნობით, თბილისში ძალადობის, გაუპატიურების და ძარცვის ბრალდებით ტაქსის მძღოლი დააკავეს.
უწყების ცნობით, 30 ივლისს, ღამით, ახალგაზრდა ქალმა გლდანში მდებარე ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს დახმარება სთხოვა. ქალმა, ასევე, გააჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და მათ მის მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ აცნობა. უწყების ცნობით, ქალი სხეულზე მიყენებული დაზიანების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს აცხადებს, რომ ძალადობის, გაუპატიურების და ძარცვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ძალადობისთვის ნასამართლევი პირია დაკავებული. ჩხრეკის შედეგად კი, ნაძარცვი ნივთები ნივთმტკიცების სახით იქნა ამოღებული.
გამოძიება ძალადობის, გაუპატიურების და ძარცვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის”ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.