გაბაშვილის თქმით, ის, რომ მთავრობა პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას არ ესწრება, პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი გამოხატულ გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს:
“პირველი შეკითხვა, რომელიც ამ დარბაზში გამიჩნდა, არის: სად არის მთავრობა. როცა ჩვენ ვუყურებთ ცარიელ სკამებს, გსაკვირია, რომ საქართველოს მთავრობა არ ესწრება ქვეყნის პრეზიდენტის მოხსენებას. ის, რომ მთავრობა თქვენ არ გექვემდარებათ, არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა სცემდეს პატივს მოსახლეობის მიერ პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს და ასეთი გულრგილობით გამოხატოს თავისი დამოკდებულება პრეზიდენტის მოხსენების მიმართ. არ ჩათვალოთ, რომ მე თქვენი პოლიტიკური გულშემატკივარი ვარ, მაგრამ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ და საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში არის მოვლენა, სადაც ბატონმა ხადურებმა, ალასანიებმა, ღარიბაშვილებმა, წულუკიანებმა და სხვებმა თავი უნდა შეიწუხონ და აქ ისხდნენ”, – განაცხადა გაბაშვილმა.