ახალი ამბები

ექვს თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან უფრო მეტი თანხა გადმოირიცხა ვიდრე რუსეთიდან

31 ივლისი, 2018 • 4297
ექვს თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან უფრო მეტი თანხა გადმოირიცხა ვიდრე რუსეთიდან

2018 წლის იანვარ–ივნისში ევროკავშირის ქვეყნებიდან 41 მლნ აშშ დოლარით მეტი გადმოირიცხა, ვიდრე რუსეთიდან. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ექვს თვეში რუსეთიდან სულ 214 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, იგივე პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხის ოდენობა თითქმის 255 მლნ აშშ დოლარს აღწევს.

Forbes-ის თანახმად, ეს ისტორიული შედეგია. აქამდე ყოველთვის რუსეთიდან მეტი თანხა იგზავნებოდა, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებიდან.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ამ პერიოდში ყველაზე მეტი დაახლოებით 85 მლნ აშშ დოლარი იტალიიდან გამოიგზავნა. მეორე ადგილს საბერძნეთი 93 მლნ აშშ დოლარით იკავებს.

2015 წელს ფულადი გზავნილები რუსეთიდან შემცირდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირების ტენდენცია 2016 წელსაც გაგრძელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი