ხანძარი სადახლოში. ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საქართველო–სომხეთის საზღვართან ცეცხლს ამ დრომდე აქრობენ

ქვემო ქართლში, სოფელ სადახლოში ხანძარი ლოკალიხებულია და ახლა მისი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ამ დროისთვის ცალკეული კერების დამუშავება მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე ღია ცეცხლი აღარ არსებობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში ტერიტორიაზე ცეცხლს სრულად ჩააქრობენ. ადგილზე 120 მეხანძრე–მაშველი მუშაობს.

უწყების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად საქართველო-სომხეთის საზღვართან გორაკზე, დამწვარია სულ 70 ჰექტარი ტერიტორია. აქედან საქართველოს ტერიტორიაზე დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი, ხოლო სომხეთის ტერიტორიაზე 50 ჰექტარი მიწა.


ქვემო ქართლში, სადახლოში ხანძარი გუშინ, 30 ივლისს გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი გორაკს მოედო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.