ახალი ამბები

ბახმაროში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა – შსს

30 ივლისი, 2018 • 1522
ბახმაროში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა – შსს

გუშინ, 29 ივნისს, დაბა ბახმაროში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემხვერპლა. შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გვიან ღამით მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და სავალი ნაწილიდან გადავიდა. უწყების ინფორმაციით, ავტომანქანა ორ კაცს დაეჯახა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ში განმარტავენ, რომ ერთი მათგანი გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. კითხვაზე, დაკავებულია თუ არა მძღოლი, შსს-ში არ პასუხობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი