თანამედროვე გარემო, განსხვავებული ინტერიერი და მაღალი დონის მომსახურება – ბათუმის ახალი „მაკდონალდსი“ მომხმარებლების საყვარელ ადგილად იქცა. თუ ბათუმში ხართ და ევროპის მოედანზე მოხვდით, თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს „მაკდონალდსის“ რიგით მეორე რესტორანი.
რესტორანი ორ სართულზეა განლაგებული, სტუმრებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი კი გარე ტერასაა, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს დაისვენოს და მიირთვას ღია ცის ქვეშ. აღსანიშნავია, რომ რესტორანში დანერგილია ყველა ინოვაციური მომსახურება, რომელიც მოიაზრებს ახალი ტექნოლოგიების და სტუმრების მომსახურების კიდევ უფრო მარტივ და დახვეწილ მოდელს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ როგორც შესაკვეთი კიოსკის აპარატით, ასევე ადგილზე მომსახურების სერვისით, რომელიც გულისხმობს შეკვეთის სასურველ მაგიდასთან მიღებას, ამისთვის კი მხოლოდ შესაკვეთ კიოსკზე შესაბამისი ოფციის მონიშვნა და ნომრის აღებაა საჭირო. რესტორანში მოსულ მომხმარებლებს, სტუმართმოყვარეობის ლიდერი დახვდება, რომელიც უფრო კომფორტულს და სასიამოვნო ხდის სტუმრობას.
ბათუმის „მაკდონალდსის“ რიგით მეორე რესტორნის პროექტი შეასრულა ავსტრიულმა კომპანიამ Schloffer-ი, მშენებლობისთვის გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა, 100%-ით ბუნებრივი სამშენებლო მასალები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. რესტორნის ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია შშმ პირებზე. „მაკდონალდსში“ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საკვების შენახვისა და მომზადების საერთაშორისო სტანდარტების დაცვას, რესტორანი აღჭურვილია შვეიცარიული კომპანია Franke-ს დანადგარებით.
ბათუმის მეორე „მაკდონალდსის“ ინვესტიცია ჯამურად შეადგენს 8 280 000 ლარს.
დღეისთვის მაკდონალდსის ქსელში საქართველოს მასშტაბით 1000-მდე ახალგაზრდაა დასაქმებული, რომელთა საშუალო ასაკი 20-22 წელია. კომპანიის მიერ გახსნის დღიდან საქართველოს ბიუჯეტში შენატანები 75,690,517 ლარს შეადგენს.
„მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 14 ობიექტს მოიცავს.