ახალი ამბები

თიბისი ბანკი: მცირე ტექნიკური შეფერხება იყო, რომელიც უკვე გასწორდა

27 ივლისი, 2018 • 2571
თიბისი ბანკი: მცირე ტექნიკური შეფერხება იყო, რომელიც უკვე გასწორდა

თიბისი ბანკის მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ თბილისში არ მუშაობდა ბანკომატები, ასევე, ვერ ახერხებდნენ ტერმინალებით გადახდას.

როგორც ნეტგაზეთს თიბისი ბანკში განუმარტეს, მცირე ტექნიკური შეფერხება იყო, რომელიც უკვე გასწორდა. შესაბამისად, ბანკის განცხადებით, მომხმარებელს უკვე შეუძლია ბანკომატებითა და ტერმინალებით სარგებლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი