ახალი ამბები

ხანძრის შემდეგ, საბერძნეთში წყალდიდობაა [ფოტოები, ვიდეო]

26 ივლისი, 2018 • 14689
ხანძრის შემდეგ, საბერძნეთში წყალდიდობაა [ფოტოები, ვიდეო]

ხანძრის შემდეგ, საბერძნეთი წყალდიდობის შედეგებს უმკლავდება. ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულმა სტიქიამ ათენის ჩრდილოეთ ნაწილში ქუჩები დატბორა და ავტომობილები დააზიანა.

ადგილობრივი გამოცემა “Greek Reporter”-ის ინფორმაციით, პოლიციამ რამდენიმე გარეუბანში გზები გადაკეტა, ვინაიდან სამანქანო მოძრაობა სტიქიის გამო საფრთხის შემცველი გახდა.

სახანძრო სამსახურის ცნობით, უწყებაში მოსახლეობისგან 140 გამოძახება შევიდა. უწყებისვე ინფორმაციით, მაშველების დახმარება, მეტწილად, მძღოლებს დასჭირდათ, რომლებიც მანქანების დატოვებას ვერ ახერხებდნენ.

წყალდიდობამდე 3 დღით ადრე ქვეყანაში მომხდარ ძლიერ ხანძარს 82 ადამიანი შეეწირა. ცეცხლმა ათენის ჩრდილოეთით მდებარე სოფელი მატი თითქმის მთლიანად გაანადგურა.

წყალდიდობა საბერძნეთში. ფოტო: EPA/ALEXANDROS VLACHOS

წყალდიდობა ათენში. ფოტო: Forecast Weather Greece

მასალების გადაბეჭდვის წესი