ახალი ამბები

სასამართლომ მაუწყებლის შესახებ კანონის მოქმედება შეაჩერა

19 თებერვალი, 2014 • 903
სასამართლომ მაუწყებლის შესახებ კანონის მოქმედება შეაჩერა

 

მოსარჩელეები საზოგადოებრი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრები არიან, რომლებიც საქართველოს პარლამენტს უჩივიან. ისინი მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წესის საფუძველზე დაკომპლექტება იწვევს ძველი სამეურვეო საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას, რაც მათი აზრით სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში უხეში ჩარევაა. 
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დროებით შეჩერდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი ბორდის დათხოვნასა და ახალი ბორდის არჩევას ითვალისწინებს.

 

სასამართლო სხდომას, სადაც დღეს დღეს მოსამართლეებმა სარჩელის მიღების გადაწყვეტილება გამოაცხადეს, ერთ-ერთი მოსარჩელე, ემზარ გოგუაძე ესწრებოდა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

 

საკონსტიტუციო სასამართლო

მასალების გადაბეჭდვის წესი