“ამ დროისათვის ქ. კიევის ცენტრში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება, აღნიშნულიდან გამომდინარე ქ. კიევში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ვურჩევთ მოერიდონ მოვლენების ეპიცენტრს”, -აცხადებს სამინისტრო.
სამინისტროს ინფორმაციით, კიევში განთავსებულ საქართველოს საელჩოში მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი, რომლის საკონტაქტო ნომრებია: +38 093 919 60 80; +38 093 302 48 48; +38 093 023 27 76.
ცხელი ხაზი მოქმედებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში, 10:00-დან 18:30 საათამდე შემდეგ ნომერზე: 294 50 50.
სამუშაო დღეების განმავლობაში 18:30 საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის განმავლობაში შემდეგ ნომერზე: 577 98 40 20.
საქართველოს საკონსულო სამსახური კიევში საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქის ზურაბ ხურციას გადმოსვენებაზე გარდაცვლილის ძმასთან მერაბ ხურციასთან შეთანხმებით მუშაობს ოფიციალური პროცედურების მოგვარების საკითხზე.
სამინისტრო აცხადებს, რომ ხურციას გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია და იგი ცნობილი გახდება მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ. ინფორმაციას სხვა დაზარალებული საქართველოს მოქალაქის შესახებ ამ ეტაპზე საკონსულო სამსახურს არ ფლობს, აცხადებს სამინისტრო.