ახალი ამბები

ივანიშვილმა კვირიკაშვილი მტრად “დანიშნა” – ხიდაშელი

26 ივლისი, 2018 •
ივანიშვილმა კვირიკაშვილი მტრად “დანიშნა” – ხიდაშელი

ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილი მტრად “დანიშნა” – ასე ფიქრობს თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომლის თქმითაც, ივანიშვილი პერიოდულად არჩევს ადამიანებს, რომლებსაც გარკვეულ  პრობლემებს აბრალებს ხოლმე.

“ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილთან დაპირისპირებაში იპოვა კომფორტი. მან დანიშნა მტერი როგორც რაღაცა ბევრი პრობლემის მიზეზი. ეს მტერი პერიოდულად იცვლება ხოლმე. ახლა, ამ წუთას კვირიკაშვილია დანიშნული, მაგრამ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანებს დანიშნავს ხოლმე მტრად და მერე ამაში პოულობს კმაყოფილებას, რომ ამ მტერს ებრძვის. ჯერ ალასანია იყო ასეთი მტერი, უსუფაშვილი 2016 წლის არჩევნების დროს, მარგველაშვილს სულ გასდევდა ეს მტრობა, ახლა კვირიკაშვილი გახდა ასეთი მტერი”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა ტვ პირველის გადაცემა პოლიტმეტრში.

რაც შეეხება ივანიშვილის იდეას იმის შესახებ, რომ ქართულმა ოცნებამ საპრეზიდენტო კანდიდატი თვითონ არ წამოაყენოს და მხარი დამოუკიდებელ კანდიდატს ან საერთოდ არავის დაუჭიროს, იგი ამბობს:

“ჩემი აზრით, მისი ეს განწყობა დაიბადა იმის გამო, რომ პრეზიდენტს არ აქვს ისეთი უფლებამოისლება, რომ  თავისი პოლიტიკის განხორციელებაში ფუნდამენტური პრობლემები შეუქმნას ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობას, სანამ ის სტაბილური და შეკრულია. თუ ეს ასე აღარ იქნება, შემდეგ, რა თქმა უნდა, სხვა ვითარება გვაქვს. ამიტომ, თუ იქნება პრეზიდენტი, რომელიც დემოკრატიის გაფორმებაში გამოდგება, რატომაც არა? მე ვფიქრობ, აქ უფრო ამ ტიპის კომფორტის ძებნაა, ვიდრე ის, რომ იქ ვიღაც ევროპაში ან ამერიკაში შეწუხდა და ამისთვის ანგარიშის გაწევა დავიწყეთ”, – თქვა ხიდაშელმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი