ახალი ამბები

ლუკა ფალიანის მკვლელობაში ბრალდებული შსს-მ თბილისში დააკავა

26 ივლისი, 2018 • 1246
ლუკა ფალიანის მკვლელობაში ბრალდებული შსს-მ თბილისში დააკავა

მესტიაში მოკლული 25 წლის ლუკა ფალიანის მკვლელობაში ბრალდებული თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ბრალდებული, რომელიც ძებნაში იმყოფებოდა, 1985 წელს დაბადებული ახალგაზრდა, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს, ღამით, მესტიაში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 23 წლის ლუკა ფალიანს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი