ახალი ამბები

კაცმა ჰოლივუდში განთავსებული ტრამპის ვარსკვლავი ნამსხვრევებად აქცია

25 ივლისი, 2018 • 1820
კაცმა ჰოლივუდში განთავსებული ტრამპის ვარსკვლავი ნამსხვრევებად აქცია

ჰოლივუდის დიდების ხეივანში განთავსებული დონალდ ტრამპის ვარსკვლავი კაცმა წერაქვით დაამსხვრია. CNN-ის ცნობით, შემთხვევა დღეს, 25 ივლისს, დილის საათებში მოხდა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, კაცი დაკითხვაზე იმყოფება. ის ბევერლი ჰილსის პოლიციის განყოფილებაში ვარსკვლავის დაზიანების შემდეგ თავად მივიდა.

ფოტო: Twitter/ABC7 Eyewitness News ‏

ფოტო: Twitter/ABC7 Eyewitness News ‏

როგორც CNN-ს ერთ-ერთმა თვითმხილველმა, პატრიცია კოქსმა განუცხადა, კაცი წერაქვს მიწას ისე ურტყამდა, თითქოს ეს “მისი ჩვეულებრივი საქმე იყო”, ამიტომაც ქალმა იფიქრა, რომ ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობდა.

ტრამპის ვარსკვლავი, რომელიც ლოს ანჯელესში, ჰოლივუდის დიდების ხეივანშია განთავსებული, მისი პოლიტიკაში გამოჩენიდან დღემდე ვანდალიზმის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. 2016 წლის ივლისში ერთ-ერთმა არტისტმა ვარსკვლავის გარშემო მცირე ზომის კედელიც კი ააშენა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი