ახალი ამბები

ქუთაისის ავტოქარხანაში ღუმელის აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

25 ივლისი, 2018 •
ქუთაისის ავტოქარხანაში ღუმელის აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ავტოქარხნის ეზოში ღუმელის აფეთქების შედეგად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაშავდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საგანგებოს ცნობით, თუჯჩამომსსხმელ ქარხანაში ღუმელის აფეთქებამ შენობის კონსტრუქციის ნგრევა გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებული იყო 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.  ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი