ახალი ამბები

მერაბიშვილი მოსამართლეს: ძალიან შემაჩვიეთ ენა

18 თებერვალი, 2014 •
მერაბიშვილი მოსამართლეს: ძალიან შემაჩვიეთ ენა

მოსამართლის შენიშვნამ ყოფილი პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილი გააღიაზიანა,  მან რამდენჯერმე დაარტყა მაგიდას ხელი და მოსამართლეს მიმართა:

 

“თქვენ ძალიან შემაჩვიეთ ენა, ძალიან შემაჩვიეთ შენიშვნები, და გთხოვთ, ჩემ მიმართ კორექტული იყავით. ამათ [პროკურორებს] თუ გონიათ, რომ უტიაშვილს რაიმე შეცდომაში შეიყვანენ, არ ვიცი, მაგრამ წყნარად დაუსვან შეკითხვები და თუ გინდა 50 ათასი შეკითხვა დაუსვან”.

 

მოსამართლემ უპასუხა, რომ მას, უბრალოდ, არ სურს პროცესი მერაბიშვილის თანამონაწილეობის გარეშე წარიმართოს.

 

ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რომელიც 2011 წლის 26 მაისს მიტინგის დაშლის საკითხს ეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. 

 

შოთა უტიაშვილის გარდა სასამართლო დღეს შსს მინისტრის ყოფილ მოადგილე შოთა ხიზანიშვილსაც დაკითხავს. 

ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი