ახალი ამბები

პატრიარქის გადადგომის მცდელობა იყო – მეუფე გრიგოლი

24 ივლისი, 2018 • 6278
პატრიარქის გადადგომის მცდელობა იყო – მეუფე გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის განცხადებით, “იყო პატრიარქის გადადგომის მცდელობა”. ამის შესახებ მან TV პირველის გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა, საპატრიარქოში რუსული გავლენების მცდელობებისა და მომავალი პატრიარქის ტახტისათვის ბრძოლაში შესაძლო რუსული კვალის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

“მე დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, რომ მთელი რიგი პროცესები განვითარდა. დაწყებული მამალაძის ისტორიიდან დღემდე და, რაც არ უნდა მძიმე იყოს, ფაქტია, რომ იყო მცდელობა, რომ პატრიარქი გადამდგარიყო. იყო ასეთი შეთავაზებაც, მაგრამ დიდება და მადლობა ღმერთს, რომ პატრიარქი ამაზე არ წავიდა. ამაზე საუაბრიც კი არ შეიძლება”, – განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

მას ინგა გრიგოლიამ ჰკითხა, ვინ იყვნენ პირები, ვინც ილია მეორეს გადადგომა შესთავაზეს, რაზეც მღვდელმთავარმა უპასუხა, რომ ისინი სასულიერო პირები არ ყოფილან.

“თქვენო უწმინდესობავ, თქვენ დაიღალეთ და ჩვენ ყველაფერს მივხედავთო…”.

მიტროპლიტმა არ დააკონკრეტა, ვინ იყვნენ ზემოხსენებული ადამიანები, თუმცა თქვა, რომ ეს მოსაყდრის დანიშვნის შემდეგ მოხდა.

ამავე თემაზე

მეუფე გრიგოლის აზრით, თეთრუაშვილს არ სჯერა, რომ მამალაძე მის მოკვლას აპირებდა

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი