ახალი ამბები

ლაოსში კაშხალი ჩამოინგრა – ასეულობით ადამიანი დაკარგულია

24 ივლისი, 2018 • 5941
ლაოსში კაშხალი ჩამოინგრა – ასეულობით ადამიანი დაკარგულია

ასეულობით ადამიანი დაიკარგა მას შემდეგ, რაც სამხრეთ აღმოსავლეთ ლაოსში კაშხალი ჩამოინგრა. ასევე უცნობია დაღუპულთა რიცხვი. ინფორმაციას BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კაშხალი ორშაბათს, გვიან ღამით ჩამოინგრა და 6 სოფელი დატბორა. 6 600 ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი.

კაშხლის ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მისი მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და ექსპლოატაციაში წელს შევიდა. ჩამონგრევას უხვი ნალექი უძღოდა წინ.

BBC-ის ცნობით, ბოლო რამდენიმე წელია ლაოსში ჰესების და კაშხლების ინტენსიური მშენებლობა მიმდინარეობს და კიდევ არაერთი ასეთი მშენებლობაა დაგეგმილი. ლაოსი ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი