ნეტგაზეთი | 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი “ბოგდანის” ავტობუსი თბილისში აღარ იმოძრავებს – მერია 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი “ბოგდანის” ავტობუსი თბილისში აღარ იმოძრავებს – მერია – Netgazeti
RU | GE  

2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი “ბოგდანის” ავტობუსი თბილისში აღარ იმოძრავებს – მერია

2019 წლის ბოლოსთვის “ბოგდანის” მარკის ყვითელი ავტობუსები ქალაქში აღარ იმოძრავებს. ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. ირაკლი ხმალაძის თქმით, ამ ტიპის ავტობუსების ჩანაცვლებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა დაახლოებით 270 მლნ ლარი.

“ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიცია, თუმცა, ძალიან საჭირო. ჩვენი მიზანია, დროთა განმავლობაში მოვაწესრიგოთ სატრანსპორტო სისტემა და შევამციროთ გამონაბოლქვი”,-განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 2021 წლამდე რუსთაველის, წერეთლის, ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ასევე მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებზე ავტობუსის ზოლები მოეწყობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.