ახალი ამბები

მყინვარწვერზე რუსეთის მოქალაქეს მეხი დაეცა

23 ივლისი, 2018 • 44669
მყინვარწვერზე რუსეთის მოქალაქეს მეხი დაეცა

დღეს, 23 ივლისს, სტეფანწმინდაში, მყინვარწვერზე (ზღვის დონიდან 4300 მეტრი) ლაშქრობისას რუსეთის მოქალაქეს მეხი დაეცა.

რუსეთის ფედერაციის დაშავებული მოქალაქე მყინვარწევერიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ვერტმფრენით ჩამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 1969 წელს დაბადებული კაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მყინვარწვერზე რუსეთის მოქალაქეს მეხი დაეცა

მასალების გადაბეჭდვის წესი