ახალი ამბები

ყვარლის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

23 ივლისი, 2018 • 2046
ყვარლის კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს ააიპ „ყვარლის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის, სპორტულ – გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების დაცვისა და განვითარების ცენტრის“ დირექტორი.

უწყების ინფორმაციით,  გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომლის უფლებამოსილებაში შედიოდა ყვარლის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული „ილიას ტბისა“ და მისი მიმდებარე სკვერის მხოლოდ მოვლა – პატრონობა და არა ობიექტის
განკარგვის უფლება, მოქალაქეს მოტყუებით დაჰპირდა აღნიშნული სკვერის ტერიტორიაზე კომერციული ობიექტის განთავსების უზრუნველყოფას და მფარველობას, რის სანაცვლოდ მან მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 700 ლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს .

მასალების გადაბეჭდვის წესი