ახალი ამბები

რუსეთში ციხის მცველების მხრიდან პატიმრის წამების ამსახველი ვიდეო გავრცელდა

22 ივლისი, 2018 •
რუსეთში ციხის მცველების მხრიდან პატიმრის წამების ამსახველი ვიდეო გავრცელდა

“ნოვაია გაზეტამ” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც იაროსლავლის პენიტენციალურ დაწესებულებაში პატიმრის წამებას ასახავს. მედუზას ცნობით, ვიდეო-ჩანაწერი ჟურნალისტებს “საზოგადოებრივი ვერდიქტის” ადვოკატებმა მიაწოდეს. სწორედ ისინი იცავენ სამართლებრივად მსხვერპლს.

მედუზას ინფორმაციით, პენიტენციალური სერვისის რეგიონულმა ოფისმა საპასუხოდ შიდა გამოძიება დააანონსა. ტელეგრამის არხის “მაშის” ინფორმაციით, ციხის ჩინოვნიკებმა გაფართოებული შეხვედრა გამართეს. მთავარი თემა კი მეტწილად შემდეგ შეკითხვაზეა ფოკუსირებული: “როგორ მოხვდა ეს ვიდეო ინტერნეტში და ვინ ატვირთა ის?”.

მედუზას ინფორმაციით, მსხვერპლის წამების მიზეზი სავარაუდოდ მის მიერ მცველებისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფა გახდა. ევგენი მაკაროვი იურისტებს ეუბნება, რომ მცველები მის საკანს ჩხრეკდნენ, ის გარეთ იცდიდა. მცველებმა საკანში მაკაროვის დედის წერილი იპოვეს, რომელიც ძირს დააგდეს. სწორედ ეს არ მოეწონა პატიმარს და მცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ვიდეო, რომელსაც ნოვაია გაზეტა ავრცელებს, საგანმანათლებლო ოთახშია” გადაღებული, სადაც ის ზემოხსენებული ინციდენტის შემდეგ დასასჯელად შეიყვანეს.

გაფრთხილება (18+): ვიდეო შეიცავს ძალადობის ამსახველს მძიმე კადრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი