ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რომელ პერიოდს ეხება გამოძიება, საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ამ ინფორმაციას ჯერჯერბით არ ასაჯაროებენ.
ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კომპანია ჯეოსელში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად 13 თებერვალს შევიდნენ.
ჯეოსელის პრეზიდენტმა და აღმასრულებელი დირექტორმა პასი კოისტინენიმ 14 თებერვალს განაცხადა, რომ მათთვის დღემდე უცნობია ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.
“ჩვენ ვართ საერთაშორისო კომპანია, რომელიც მოქმედებს გამჭვირვალე და პასუხისმგებლობით აღსავსე ეთიკური ბიზნესპრაქტიკით. არ გვაქვს არანაირი მიზეზი თავი ავარიდოთ გადასახადებსა თუ სხვა ვალდებულებებს. ჯეოსელი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი გადასახადების გადამხდელია. მისი არსებობის მანძილზე კომპანიის ყველა საქმიანობა/ოპერაცია აღრიცხული და დოკუმენტირებულია მსოფლიოს წამყვანი აუდიტორული კომპანიების მიერ. ჯეოსელი გადადგამს ყველა სამართლებრივ ნაბიჯს, რათა მაქსიმალურად დაცული იქნას მისი კანონიერი ინტერესები. ვიზრუნებთ, რომ გამოძიების პროცესი წარიმართოს სრულყოფილად, საზოგადოებისთვის გამჭირვალედ, რომლის საბოლოო მიზანი იქნება სისხლის სამართლის საქმის დაწყების რეალური ფაქტობრივი საფუძვლების დადგენა”- აცხადებს ჯეოსელის პრეზიდენტი.
ის ამბობს, რომ ჯეოსელი გადადგამს ყველა სამართლებრივ ნაბიჯს, რათა მაქსიმალურად დაცული იქნას მისი კანონიერი ინტერესები.





