ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთმა აფხაზეთს 190 ტრაქტორი საზეიმოდ გადასცა

20 ივლისი, 2018 • 3435
რუსეთმა აფხაზეთს 190 ტრაქტორი საზეიმოდ გადასცა

აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეთანხმების ფარგლებში აფხაზეთში 200 მილიონი რუბლის [3 153 830 აშშ დოლარი] ღირებულების 190 ერთეული სოფლის მეურნეობის ტექნიკა და აღჭურვილობა ჩაიტანეს.

გუდაუთაში ტრაქტორების გადაცემის ცერემონიას დე ფაქტო ქვეყნის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია, ადგილობრივი ჩინოვნიკები, ტრაქტორისტები დაესწრნენ და რუსეთს მადლობა გადაუხადეს საჩუქრისთვის.

“დღევანელი მოვლენა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სწორი გზა ავირჩიეთ, – რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის გზა. მადლობელი ვართ რუსეთის პრეზიდენტისა და ხელისუფლებისა იმისთვის, რომ გაიგეს ჩვენი,  ჩვენს გლეხებს ასეთი ტექნიკა რომ ჰქონოდა”, – თქვა ხაჯიმბამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი