ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველო-სომხეთის ერთობლივი ტურისტული პაკეტები – ინიციატივა სომხეთში

20 ივლისი, 2018 •
საქართველო-სომხეთის ერთობლივი ტურისტული პაკეტები – ინიციატივა სომხეთში

სომხეთის ვიცეპრემიერი მგერ გრიგორიანი სომხეთის ტურიზმის სექტორზე საუბრისას საქართველოსთან ერთობლივი პაკეტების შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ მან სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.

“შეიძლება ითქვას, რომ ყოველი მეორე ტურისტი, რომელიც ერევანში ჩამოდის, შემდეგ თბილისში მიემგზავრება და პირიქით. ჩვენ მთელ ამ პროცესს ვერ ვმართავთ. არსებობს განვითარების პოტენციალი, ამის სტიმულირებაა საჭირო. საქართველოს და სომხეთის ერთობლივი ტურისტული პაკეტები საინტერესო იქნება”, – განაცხადა ვიცეპრემიერმა.

აწარმოებენ თუ არა უკვე რაიმე ტიპის მოლაპარაკებებს სომხეთი და საქართველო აღნიშნულ საკითხზე, უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი