“პუტინი იმაშიც ცდება, როდესაც ჰგონია, რომ ოლიმპიადა გაამყარებს მის ძალაუფლებას. ბოლო ჯერზე რუსეთმა ოლიმპიადას 1980 წელს უმასპინძლა. საბჭოთა ხალისუფლების მაშინდელი ჩანაფიქრით, ოლიმპიადა საბჭოთა ტრიუმფისა და უპირატესობის სიმბოლო უნდა ყოფილიყო.
თუმცა, მათდა სამწუხაროდ, თამაშების დასრულებიდან ძალიან მალე, საბჭოთა კავშირი ისეთ კრიზისში შევიდა, რომელმაც მოგვიანებით კომუნისტური სისტემა დააჩოქა, ხოლო იმპერია სწრაფი ტემპით დაშალა. არაერთი შთამბეჭდავი მსგავსება იკვეთება მოსკოვისა და სოჭის ოლიმპიადებს შორის. სოჭის ოლიმპიადაც, ისევე როგორც მოსკოვისა, გადაქცეულია სისტემის პროპაგანდისტულ შოუდ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილის თქმით, თანამედროვე რუსეთი დაბეჩავებულია კორუფციისა და კრიმინალის მაღალი დონით:
“თუ გსურთ გაიგოთ განსხვავება პუტინის სისტემასა და გახსნილ დემოკრატიას შორის, ერთმანეთს უნდა შეადაროთ შავიზღვისპირეთში, ქალაქ სოჭის მახლობლად არსებული ორი რეგიონი: აფხაზეთი და აჭარა…
აფხაზეთის დედაქალაქი სოხუმი, სანახევროდ დანგრეულია, ერთადერთი, თუ სადმე რამე შენდება, ეს რუსეთის სამხედრო ბაზებია. ადგილობრივი მოსახლეობის 70%-ზე მეტი გამოდევნეს, ამიტომ იქაურობა გავერანებული და შემზარავია.
აჭარა აფხაზეთიდან სამხრეთით რამოდენიმე კილომენტში მდებარეობს და საქართველოს კიდევ ერთი რეგიონია. 2004 წელს ჩვენ მოვახრხეთ მისი განთავისუფლება რუსეთის მიერ ხელდასმული ადგილობრივი ლიდერისაგან. მას შემდეგ აჭარაში ჩადებულმა მილიარდიანმა ინვესტიციებმა გასაოცრად შეცვალა იქაურობა. ერთ დროს უკუღმართსა და უიღბლო რეგიონში უფრო მეტი უმაღლესი დონის სასტუმროა, ვიდრე სოჭში, ატმოსფერო კი გაცილებით უფრო თავისუფალია, აღარაფერს ვამბობ კრიმინალის თითქმის არარსებობაზე. რეგიონში ტურისტთა რაოდენობა 10-ჯერ, ხოლო ბათუმის მოსახლეობა ორჯერ არის გაზრდილი.
მიუხედავად კოლოსალური თანხებისა, რაც სოჭში ჩაყარეს, შედეგი ძალიან შორს არის მოლოდინისგან. ეს იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში წარმატებისათვის გაცილებით მეტია საჭირო, ვიდრე პუტინის მოდელი”, – წერს სტატიაში მიხეილ სააკაშვილი.
მისივე თქმით, მაშინ, როდესაც სოჭში ოლიმპიადა იწყება, “რუსეთი მოკავშირე უკრაინაში დემოკრატიის დასაცავად გამოსულ დემონსტრანტებს არბევს და ტყვიებს უშენს”.
“1980 წლის შემდეგ ნავთობის ფასების დაცემამ და ახალი ტექნოლოგიების განვითარებამ საბჭოთა კავშირი დანგრევამდე მიიყვანა. დღევანდელი რუსეთი, ნავთობის მაღალი ფასების მიუხედავად, ეკონომიკური რეცესიის ზღვარზეა. უფრო ფართო გაგებით, სახეზეა ფუნდამენტური წინააღმდეგობა პუტინის მიერ რკინის ხელის მოჭერით დისციპლინის დამყარების ხედვასა და ადამიანთა მისწარაფებებს შორის, რომელნიც როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ, უკეთეს მომავალს შენატრიან. შედეგად, პუტინის ბედი შესაძლოა კიევის ცივ ქუჩებში უფრო გადაწყდეს, ვიდრე სოჭის ფაფუკ ფერდობებზე”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.







