ახალი ამბები

თარხან ბათირაშვილის ცოლი სტამბოლში დააკავეს – მას ISIS-ის წევრობას ედავებიან

20 ივლისი, 2018 • 4086
თარხან ბათირაშვილის ცოლი სტამბოლში დააკავეს – მას ISIS-ის წევრობას ედავებიან

სტამბოლში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს “ისლამური სახელმწიფოს მოკლული ლიდერის, თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ შიშანის ცოლი სედა დუდურკაევა დააკავეს. მას ასევე ISIS-ის  წევრობას ედავებიან.

გამოცემა Daily Sabah-ის ცნობით, ოპერაცია 4 ივლისს ჩატარდა, ტერორიზმში ეჭვმიტანილი 5 პირიდან კი ოთხი დააკავეს.

დუდურკაევა ჩეჩნეთის მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი ყოფილი წევრის, ასუ დუდურკაევის შვილია. გამოცემის ცნობით, დუდურკაევი რამზან კადიროვმა თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც გავრცელდა ინფორმაცია მისი შვილის ISIS-ის წევრობის შესახებ. კადიროვი ამბობდა, რომ ყოფილ მინისტრს არ ჰქონდა მორალის კითხვის უფლება მაშინ, როცა მისი ქალიშვილი “ვაჰაბიტებისა და ბანდიტების” გვერდით იყო.

ჩეჩნური მედიის ცნობით, დუდურკაევამ რამდენიმე წლის წინ დატოვა ჩეჩნეთი, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ჩეჩენი ექსტრემისტი, ჰამზათ ბორჩაშვილი გაიცნო, რომელიც ალ-შიშანის ასისტენტი იყო. შემდგომ ქალი სირიაში ჩავიდა და ბორჩაშვილზე დაქორწინდა. ამავე წყაროების ცნობით, მას შემდეგ, რაც ბორჩაშვილი მოკლეს, სედა ძალით დააქორწინეს ალ-შიშანზე . ჩეჩნეთში ქალის დასაბრუნებლადო ოჯახის წევრები სირიაში არაერთხელ ჩავიდნენ, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი