ტექნოოგიური გიგანტების ლიდერებმა, მათ შორის, ილონ მასკმა და Google-ის DeepMind-ის სამმა დამფუძნებელმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს, რომლის მიხედვითაც პირობას დებენ, რომ არ შექმნიან ფუნქციურად დამოუკიდებელ საბრძოლო იარაღს. ინფორმაციას ამის შესახებ The Verge -ავრცელებს.
შეთანხმებაზე ხელმომწერები ფიქრობენ, რომ შეიარაღების სისტემა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს სამიზნის ასარჩევად და გასანებელყოფად ადამიანის ჩარევას არ საჭიროებს, მორალურ და პრაგმატულ დილემებს წარმოშობს. ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ ადამიანის სიცოცხლის ხელოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მანქანამ არ უნდა მიიღოს. პრაგმატული თვალსაზრისით კი ამ გვარი შეიარაღება დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
დოკუმენტს დღეს სტოკჰოლმში მოეწერა ხელი .
როგორც The Verge წერს, საკანონმდებლო დონეზე მსგავსი აკრძალვის შემოღება ქვეყნებისთვის დიდი გამოწვევა იქნება, რადგან უკვე ფართოდ გავრცელებულია ტექნოლოგია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიარაღების შესაქმნელად. განსაკუთრებით კი ისეთ ქვეყნებში (აშშ და ჩინეთი), რომლებიც მსგავსი შეიარაღების შექმნაში ყველაზე მეტად არიან ჩართულნი.