ბიუჯეტის პროექტის წინააღმდეგ ხმა 22-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო მომხრე 17 დეპუტატი იყო.

 

თბილისის ბიუჯეტის პროექტის საკრებულოში მერიის წარმომადგენელმა პაპუნა პეტრიაშვილმა წარადგინა, თუმცა დეპუტატებმა ის დაუსაბუთებლად მიიჩნიეს.

 

“იდიოტური ბიუჯეტი”, “ბიუჯეტი ჰაერზე”, “ნაღმი” – ასე შეაფასეს მერიიდან წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა.

 

ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოში აქციის ფონზე მიმდინარეობდა. აქციას მონაწილეები ეწინააღმდეგებოდნენ ბიუჯეტის დამტკიცებას.

 

“არა ნაციონალურ მოძრაობას!” “არა პარტიულ მერიას!” “არა ბიუჯეტს!” – ასეთი ტრანსპარანტებით აპროტესტებდნენ აქციის მონაწილეები მერიიდან წარდგენილ ბიუჯეტს.

 

კანონის მიხედვით, საკრებულოს 10 მარტამდე აქვს ბიუჯეტის დამტკიცების ვადა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *