ახალი ამბები

იმ ადამიანებს, ვინც GPB-ის მოვლენებს სკეპტიკურად უყურებენ, პრემიერი შეკითხვით მიმართავს

12 თებერვალი, 2014 •
იმ ადამიანებს, ვინც GPB-ის მოვლენებს სკეპტიკურად უყურებენ, პრემიერი შეკითხვით მიმართავს

 

“მე მინდა იმ ადამიანებს ვუპასუხო, ვისაც აქვს განცდა, ან რაიმე შეკითხვა, ან ეჭვი, რომ ჩვენი მცდელობაა გავაკონტროლოთ (როგორც მათ წარმოუდგენიათ) საზოგადოებრივი ტელევიზია. მე მინდა ამ ადამიანებს მივმართო და ვუთხრა, ჯერ კიდევ ბატონი ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს დაიწყო ეს პროცესი. უბრალოდ, ლოგიკური კითხვა მინდა, რომ ამ ადამიანებს დავუსვა და მე თვითონ ვუპასუხო ასევე ლოგიკურად: თუ ჩვენს ხელისუფლებას და გუნდს, რომლის ლიდერიც იყო ბიძინა ივანიშვილი, გაუჩნდებოდა საზოგდოებრივი არხის გაკონტროლების არაჯანსაღი აზრი, თუ ტელევიზია მოგვინდებოდა ჩვენ, ნუთუ ეს ადმაიანები ვერ ხვდებიან, რომ ბატონი ბიძინა ელემენტარულად მე–9 არხს არ დახურავდა?! ხომ არსებობს ეს ლოგიკური კითხვა?”, –განაცხადა პრემიერმა.

 

კითხვას, რატომ ჭიანურდება ბორდის დაკომპლექტება, მან ასე უპასუხა:

 

“კონკურსის გამოცხადების და დასრულების შემდეგ გარკვეულმა ადამიანებმა გამოთქვეს წუხილი და პრეტენზიები, რომ მათ არ იცოდნენ, ინფორმაცია არ ჰქონდათ. რაღაც გარკვეული კითხვები გაჩნდა. ამის შემდეგ პარლამენტმა დაიწყო მუშაობა, პროცედურულად გაყვნენ ისინი და ჩვენ პირველ ჯერზე შევარჩიეთ რამდენიმე ადამიანი. სხვა ადამიანების შერჩევის პროცესმა გადაიწია. რაც არის საქართველოს პარლამენტის აბსოლუტურად კანონიერი უფლება. გამოცხადდება მეორე კონკურსი, შეირჩევიან ახალი წევრები, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს და დასრულდება ეს პროცესი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი