ახალი ამბები

პოლიციამ გზა გადაუკეტა მოპედის მძღოლს, რის გამოც მან თავი დაარტყა – თვითმხილველი

16 ივლისი, 2018 • 3261
პოლიციამ გზა გადაუკეტა მოპედის მძღოლს, რის გამოც მან თავი დაარტყა – თვითმხილველი

დღეს, გვიან ღამით, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე პოლიციამ მოპედის მძღოლს გაჩერება მოსთხოვა. შსს-ში აცხადებენ, რომ მოპედის მძღოლი პოლიციას არ დაემორჩილა. თვითმხილველების ცნობით, პოლიცამ არასწორად გადაუკეტა გზა მოპედის მძღოლს, რის გამოც მან ასფალტს თავი დაარტყა.

პოლიციის გადაწყვეტილებას, გზა გადაეკეტა მოპედის მძღოლისთვის, შემთხვევის ადგილზე მყოფთა უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან მათ აზრით ასე გზის გადაკეტვა მოპედის მძღოლისთვის საფრთხის შემცვლელი იყო.

შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ პოლიციას არავინ დაუკავებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი