ახალი ამბები

საპატრიარქოს ბავშვთა სახლების მონიტორინგის გამჭვირვალობის რისკები

7 თებერვალი, 2014 • 1418
საპატრიარქოს ბავშვთა სახლების მონიტორინგის გამჭვირვალობის რისკები

მისი თქმით, იქ მცხოვრები ბავშვების პირადი ცხოვრების გასაჯაროვების ინტერესი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა მხრიდან არ არსებობს.

“მთავარია ზოგადი ტენდენციები და ზოგადი სურათი, დარღვევების მასშტაბების გამოვლენა. ის წუხილი, რომელიც აქვს სამინისტროს, საერთოდ არ დგას დღის წესრიგში. უფრო მეტიც, ის ადამიანები, რომლებსაც ბავშვთა უფლებების საკითხევზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები შესთავაზებენ სამინსიტროს, არიან მაღალკვალიფიციური ექსპერტები, რომელთაც აქვთ მონიტორინგზე მუშობის გამოცდილება განსხავებით სამინისტროსგან, რომელიც ახლა იწყებს მონიტორინგის მექანიზმების გამოყენებას თავის პრაქტიკაში,”- ამბობს ლინა ღვინიანიძე.

ლინა ღვინიანიძე მიიჩნევს, რომ მაღალკვალიფიციური ექსპერტების მონიტორინგში ჩართვით, სამინისტრო ამ პროცესს უფრო გამჭვირვალეს და სანდოს გახდის. მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ განხორციელებულ მონიტორინგის გამჭვირვალობაში კი რისკებს ხედავს.

“ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო თავისსავე მზრუნველობაში არსებულ ბავშვთა სახლს ამონიტორინგებს.”

ღვინიანიძე მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს მზრუნველობაში არსებული ბავშვთა სახლების მონიტორინგის სანდოობას სახალხო დამცველის, როგორც ამ მხრივ დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაციის ჩართვა გაზრდიდა.

ჯანდაცვის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციების თხოვნაზე, ჩართონ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ბავშვთა სახლების, მათ შორის საპატრიარქოს მზრუნველობის ქვეშ არსებული ბავშვთა სახლების მონიტორინგში, სავარაუდოდ, უარს იტყვის.

ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, გია კაკაჩიამ ნეტგაზეთს განუცხადა. კაკაჩიას თქმით, მიმდინარე მონიტორინგის შედეგად კონკრეტულ ბავშვებთან დაკავშირებით ბევრი ისეთი შემთხვევა გამოვლინდა, რომლის კონფიდენციალობის დაცვა სამინისტროს აუცილებელად მიაჩნია.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 1 თებერვალს დაწყებული საპატრიარქოს მზრუნველობის ქვეშ არსებული ბავშვთა სახლების მონიტორინგის დაწყების შემდეგ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ჯანდაცვის სამინისტროს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართვის თხოვნით მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი