ახალი ამბები

ტრამპის ვიზიტი ლონდონში ათასობით დემონსტრანტმა გააპროტესტა – ფოტორეპორტაჟი

14 ივლისი, 2018 • 1421
ტრამპის ვიზიტი ლონდონში ათასობით დემონსტრანტმა გააპროტესტა – ფოტორეპორტაჟი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 4-დღიანი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში იროგორც ხელისუფლების, ასევე სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს შეხვდა. თუმცა, სანამ ტრამპი გაერთიანებული სამეფოს დედოფალს ხვდებოდა, ლონდონის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტმა მისი ჩამოსვლა გააპროტესტა.

როგორც CNN წერს, თუმცა განსაზღვრული არ არის, რამდენი ადამიანი გამოვიდა ლონდონის ქუჩებში ტრამპის ვიზიტის წინააღმდეგ. მათი რაოდენობის გამო პოლიცია იძულებული გახდა ტრაფალგარის მოედანი გადაეკეტა. აქციის ორგანიზატორების თქმით, დემონსტრაციაში 250.000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ტრამპის ვიზიტი ბრიტანეთში 13.07.18 ფოტო EPA

აქციის წევრებმა აშშ-ის პრეზიდენტი გააკრიტიკეს კარიკატურული აბრებით, “ბავშვი ტრამპის” ბუშტითა და შეძახილებით სხვადასხვა საკითხების გამო, მათ შორის, ქალების მიმართ მისი სექსისტური დამოკიდებულებისა თუ საიმიგრაციო პოლიტიკის გამო.

ტრამპის ვიზიტი ლონდონის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტმა გააპროტესტა. ფოტო: EPA-EFE/RICK FINDLER

ტრამპის ვიზიტი ლონდონის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტმა გააპროტესტა. ფოტო: . EPA-EFE/ANDY RAIN

ტრამპის ვიზიტი ლონდონის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტმა გააპროტესტა. ფოტო: EPA-EFE/RICK FINDLER

აქციის პარალელურად, დონალდ ტრამპი გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელიზაბეტ მეორეს ხვდებოდა. შეხვედრა ადგილობრივი დროით 5 საათზე დაიწყო.

დონალდ ტრამპი ელიზაბედ მეორეს შეხვდა. ფოტო: EPA-EFE/SGT PAUL RANDALL

Tagesschau-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ მიდის დონალდ ტრამპი დედოფლის გვერდით.

Trump und die Queen

Auch die Queen hat US-Präsident Trump empfangen: Auf Schloss Windsor gab es nach einer kurzen Irritation erst den Empfang durch die Ehrengarde, dann ein Gespräch bei Tee.

Posted by tagesschau on Friday, July 13, 2018

მასალების გადაბეჭდვის წესი