ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში ემანუელ მაკრონს შეხვდა

12 ივლისი, 2018 • 2287
გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში ემანუელ მაკრონს შეხვდა

დღეს, 12 ივლისს, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გიორგი მარგველაშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა. საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრის ფოტოს გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური აქვეყნებს.

გიორგი მარგველაშვილისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრის დეტალებს ინფორმაციის მიღებისთანავე გაგცნობთ.

ემანუელ მაკრონი და გიორგი მარგველაშვილი. ფოტო: სოფო ჯაჯანაშვილი

მანამდე, გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც შეხვდა. მცირეხნიანი შეხვედრა ნატოს სამიტზე, ნატო-საქართველო-უკრაინის ფორმატის სხდომის ფარგლებში შედგა.

საქართველოს პრეზიდენტმა ტრამპთან საუბრისას ორი ქვეყნის პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ის იმ ინიციატივებსაც შეეხო, რომლებიც მიმდინარე წლის მარტში, ვაშინგტონში მისი ვიზიტისას დაიწყო და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას გულისხმობს.

გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარებაში აშშ-ის როლზეც ისაუბრა.

ბრიუსელში გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

მასალების გადაბეჭდვის წესი